|
2023-11-20 15:03:04, 480 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე - „ნაცმოძრაობა“ გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა
აციონალური მოძრაობა“ გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მზადაა პარტიის კოორდინაციისთვის და პოლიტიკური საბჭოდან გარიყულების დასაბრუნებლად. კალაძის თქმით, 2012 წლიდან მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაბამის პასუხს სცემს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. „დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა. როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომლის წევრებიც ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ა.შ. ხალხი მათ 2012 წლიდან შესაბამის პასუხს სცემს და ასე იქნება 2024 წელსაც“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ პირადი გავლენისთვის იბრძვიან და სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. „მელია, ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთზე დაპირისპირებული ადამიანები არიან, გავლენებისთვის იბრძვიან. ეს საკითხები არ მაინტერესებს. იქ არიან ჩარჩენილები, ჰქონიათ, რომ 2003 წელს რაც იყო, იგივე მოცემულობაა ქვეყანაში“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)