|
2023-11-20 14:29:45, 572 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა საკუთარ შვილებს ვერ დაუბრუნდა
მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სურს გახდეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის "ამორალურობის თანაზიარი", მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. "სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებით ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის აღდგენა და "ერთი ხელის მოწერით შვილებისთის მამის დაბრუნება" შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)