|
2023-11-18 11:57:19, 754 ნახვა
პოლიტიკა
მგალობლიშვილი ბოკუჩავაზე - მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი
ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა. მგალობლიშვილის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "უზრდელობს და ასეთი საქციელი ქალს არ შეშვენის". "ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ვვარჯიშობ და არ ვსვამ, ძალიან იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მოხდა უზრდელობა, ტუტუცობა, რაც ქალს არ შეშვენის და მეც შეიძლება, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გამოგვიწიეს, ეს კარგად გამოსდით. ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი. ნუ ახლა პასტას რომ მოგარტყამენ თვალში შეიძლება, გამწარდეთ თქვენც", - განაცხადა მგალობლიშვილმა "TV პირველთან" სატელეფონო საუბარში. შეგახსენებთ რომ, გუშინ, 17 ნოემბერსპარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. ბოკუჩავას განცხადებით, მგალობლიშვილი ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე ჩატარებოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)