|
2023-11-17 21:26:55, 605 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს - ეს არის ისტორიული სირცხვილი
ეს არის ისტორიული სირცხვილი და ჩვენი თავდაცვის ძალების შეურაცხყოფა, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებით. „სახელმწიფო ინტერესებით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე - ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რასაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი“, - აღნიშნა ბრეგაძემ. მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთდა: „თავდაცვის ძალები გმირულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და უამრავი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. მათ იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, რომლებსაც ენმ-ის ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, „ქვაგორიან ადგილებს“ უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვს“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)