|
2023-11-17 17:29:45, 679 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ლევან მგალობლიშვილს სანქცია უნდა დაუწესდეს
ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ სრულ ისტერიკაში არიან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს სანქცია უნდა დაუწესდეს და ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმდეს. „მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოს ქალებთან ასე შეუძლიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩვენთვის მგალობლიშვილს, რომ ვინმეს შეშინებოდა ან ვინმეს უკან დაეხია, მაგრამ ამით ისინი აჩვენებენ საკუთარ სისუსტეს და ამით აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ და არ გააჩნიათ არგუმენტები, გადადიან ამაზე და აჩვენებენ, რომ არიან სრულ ისტერიკაში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, თუ ეს ნამდვილად არის პარლამენტი, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი", - განაცხადა წითლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)