|
2023-11-17 13:34:21, 488 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს
ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) შესახებ საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, 2024 წლის ღონისძიებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უმასპინძლებს. „2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ. ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაცია, რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს, ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს ჩაატარებს თბილისში და ესეც, რა თქმა უნდა, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბიზნეს ასოციაციების კუთხითაც საქართველო არის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ. ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)