|
2023-11-17 10:39:14, 795 ნახვა
პოლიტიკა
Deutsche Welle - გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეების განაცხადები შეიძლება განიხილებოდეს დაჩქარებული და გამარტივებული პროცედურებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. Deutsche Welle-ს ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი გუშინ, 16 ნოემბერს, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს, წინააღმდეგ მხოლოდ მემარცხენეები წავიდნენ. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ. "როგორც წესი, არცერთ ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური დევნის საფრთხე. ამ სახელმწიფოების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ თავშესაფრის განცხადებების განხილვა და შევამციროთ ტვირთი ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასამართლოებზე", - განაცხადა ფეზერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)