|
2023-11-16 23:27:04, 1242 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება, ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ
ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. "ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ". კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. „ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა. შეიძლება, ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს, უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)