17:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 17:38:46, 759 ნახვა

საზოგადოება
„შეგვხვდით და მოისმინეთ ჩვენი მოსაზრებები“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პაპუაშვილს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამია, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ მთლიანად ცვლის მაუწყებლის სტატუსს და "ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს".

"მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები", - ნათქვამია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics