22:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 17:06:44, 913 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია

პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია. 

კენჭისყრისას ჩიქოვანსა და კახიანს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა 5-დან 7-მდე გაიზარდა.

რეგლამენტის მიხედვითვე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics