|
2023-11-16 13:48:39, 800 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხვიჩიას - სიამოვნებით გაგიშვებდით ტრენინგზე, რომ გაერკვეთ საპარლამენტო მუშაობაში
რამე ტრენინგი მოვიფიქროთ სხვა პარლამენტებთან ერთად და სიამოვნებით გაგიშვებდით ამ ტრენინგზე, რომ გაერკვეთ, საპარლამენტო მუშაობა როგორ მიდის, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის" წევრს, იაგო ხვიჩიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პაპუაშვილის თქმით, ხვიჩიას ტრენინგი "არ აწყენდა". „რა ვქნა? შესაძლოა, რამე ტრენინგი მოვიფიქროთ სხვა პარლამენტებთან ერთად და სიამოვნებით გაგიშვებდით ამ ტრენინგზე, რომ გაერკვეთ, საპარლამენტო მუშაობა როგორ მიდის, რა ჯგუფებში მიდის, რა არის კომიტეტის როლი, პლენარული სხდომის როლი, რა არის დისკუსია, რა არის ეპატაჟი. ვფიქრობ, რომ ამაზე თქვენ სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ თქვენ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობითვის, მანამდე „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა. დავის მიზეზი კი სხდომაზე "პენიტენციური კოდექსისა" და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა. კანონპროექტს არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით განიხილავდნენ, რაც „გირჩის" წევრმა გააპროტესტა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)