19:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:14:05, 609 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია განათლებაში ინვესტიციების განხორციელება

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია განათლებაში ინვესტიციების განხორციელება, - აღნიშნულის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, ის, რომ განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში.

მისივე თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს.

დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:

  • 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით მოგახსენებთ;
  • 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად და ამაზეც შედარებით დეტალურად ვისაუბრებ;
  • სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;
  • პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;
  • უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;
  • სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics