|
2023-11-15 16:17:25, 629 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ გინტური - ვიცი, რომ მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა - მის გადმოცემას და დასჯას ვითხოვთ
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ნიკოლოზ გინტურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისი ძმის სავარაუდო მკვლელმა ვასილ დევიდოვმა, სახელი და გვარი შეიცვალა. "დაზარალებულის სტატუსი მისცეს ჩემ ძმას, თამაზ გინტურს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი მკვლელმა, დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი ვითხოვთ, გადმოცემას და დასჯას. ხელისუფლება რას იძახის და რა არ იძახის, არ ვიცი და არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემ ძმას ჩასაფრება მოუწყვეს, დაცხრილეს და მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას", - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დევიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)