|
2023-11-15 15:45:56, 511 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის შესახებ და ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური განვითარება ქვეყნის გაცხადებულ მიზნებს ევროინტეგრაციის გზაზე. ლაშა ხუციშვილმა. კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. „მმართველობის ხარისხით, საქართველო აშკარად გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში ვუსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ 8-ვე ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. მმართველობის მაღალი ხარისხი დადებითადაა შეფასებული სარეიტინგო სააგენტოების მიერ და ყველა ანგარიშში ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი ეკონომიკის ძლიერი მხარე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ხუციშვილის თქმით, გამოწვევაა პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი, რომლის მთავარი მიზეზიც მისი თქმით, გეოპოლიტიკური რისკები და ოკუპირებული ტერიტორიებია. „თუმცა, მმართველობის ხარისხის დონით, ჩვენ საკმაოდ კარგი სასტარტო პირობით ვიწყებთ, რაც ერთი მხრივ ართულებს შემდგომში მკვეთრი პროგრესის ჩვენებას, თუმცა ევროკავშირის საშუალო სტანდარტებთან დაახლოებისათვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)