|
2023-11-14 13:39:21, 536 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი, ენმ-ს აქვს 20% ან ნაკლები
ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ პარტიულად დავუკვეთოთ კვლევები შესაბამის ორგანიზაციებს და ჩვენი მონაცემების მიხედვით, არის შემდეგი სურათი: ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა, სადაც შეიძლება გვქონოდა 50%-ზე ნაკლები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მმართველ პარტიას 50 პროცენტზე მეტი ჰქონდა, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს 20 პროცენტი, დანარჩენი პარტიები კი ბარიერს მიღმა რჩებიან. „ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი. 55%-ზე მეტი იყო ჩვენი რეიტინგი უმეტეს შემთხვევაში, რასაც საბოლოო ჯამში არჩევნებზე ნახავს საზოგადოება. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობა“ არის 20% ან ნაკლები ბოლო კვლევების თანახმად და ვერც ერთი სხვა პარტია, დღევანდელი მონაცემებით ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საარჩევნოდ და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)