|
2023-11-13 17:14:58, 681 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა და გათელა ფეხით
მისთვის ქართული კონსტიტუცია არის მაკულატურა და გათელა ფეხით, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი "პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ". "სალომე ზურაბიშვილი როდესაც იქნა მხილებული კონსტიტუციის დარღვევაში, თქვა, რომ ეს არაფრად მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა, გათელა ფეხით. გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, არის ის, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მისი შინაგანი რწმენით, გასამართლდებიან, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა და გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა". ამასთან, დღეს, 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განცხადების გამო სინანული გამოხატა. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)