|
2023-11-13 13:19:32, 598 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლება მზადაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას
საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. კალაძის თქმით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია იმ შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია. „დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბერში დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იმ ბრძოლისა და შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები არ იღებდნენ მონაწილეობას პროცესში, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულიყო და დეპოლარიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულიყო. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღრმავებულიყო. ასევე, დარბოდნენ ბრიუსელში, რომ მათ და ასევე, საქართველოს ე.წ. ზოგიერთ მეგობარს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში თავიანთი უხამსი განცხადებებით დაგვამახსოვრდნენ, პროცესისთვის ხელი შეეშალათ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, შემდეგ კი ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვაჩვენეთ, რომ შევასრულეთ ყველა ის წინაპირობა, რომელიც იყო მოთხოვნილი“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ კოლეგებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. „საქართველო მანამდეც იმსახურებდა სტატუსს, ამას გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა, მიზანმიმართულად, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ დღეს რეკომენდაცია მიღებულია დადებითი შეფასებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომელთაც მართლა გული შესტკივათ საქართველოზე და უნდათ საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერი გავაკეთეთ და დღესაც მზად ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ისე ხომ არ არის, რომ რაღაც გავაკეთეთ და უნდა გავჩერდეთ? ეს გრძელვადიანი პროცესია და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ“, - დასძინა კალაძემ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)