20:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 12:48:32, 526 ნახვა

საზოგადოება
ზესტაფონში იუსტიციის სახლი იხსნება

საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში 14 ნოემბერს გაიხსნება. ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეძლებს. ასევე, ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობა სპეციალურ სარიტუალო სივრცეში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და ზესტაფონის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს.

"იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალის გახსნით, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გაიზრდება ერთ სივრცეში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობა. ამასთან, ზესტაფონის იუსტიციის სახლში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.

იუსტიციის სახლის დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics