|
2023-11-13 09:17:22, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, ყურადღება თავდაცვასა და რეაგირებაზე უნდა გავამახვილოთ
რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, "შარშანდელთან შედარებით უკრაინის ცის ფარი უფრო ძლიერია და მას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს". "ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიდა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა, შესაძლოა, გაზარდოს სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე, ყველაფერზე, რაც უკრაინას შეუძლია გააკეთოს, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვაში. ესენი არიან სხვადასხვა ქვეყნები: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ქვეყნები. ყველა ქვეყანა, ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ყველას, ვისი ხმაც ისმის მსოფლიოში, ჩვენს ჟურნალისტებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას მთელ მსოფლიოში, დაეხმარონ თავდაცვის გაძლიერებაში. თქვენი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, გადავლახოთ ყველაზე რთული გამოწვევები, ოღონდ მხოლოდ ერთად, ერთიანობით, ერთმანეთზე ზრუნვით. აუცილებელია, ვიყოთ ერთიანები და მადლიერები. დიდება ჩვენს ხალხს – უკრაინელ ხალხს!" - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)