23:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 15:43:58, 654 ნახვა

მსოფლიო
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სანაპირო ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

"მიწისძვრები შეიძლება გაგრძელდეს და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ, შესაძლოა, ვულკანის  ამოფრქვევა გამოიწვიოს, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“,- აცხადებენ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ვულკანი, რომლის ამოფრქვევის საფრთხეც არსებობს, 2021 წლის ამოფრქვევამდე 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics