04:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 17:32:21, 688 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს

ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი პალესტინელი დაიღუპა და აშშ-ს სურს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მეტის გაკეთება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, ისრაელ-„ჰამასის“ შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხარეს 12 300-ს გადააჭარბა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics