|
2023-11-10 16:49:47, 1091 ნახვა
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ხელფასები იზრდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. კანონპროექტი კომიტეტს, პირველი მოსმენით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება დაუახლოვდება კანონით დადგენილ კოეფიციენტებს, თუმცა სრულად არ მოხდება მისი ათვისება და ის იქნება დადგენილი მაქსიმალური ზღვრის 85%, ისევე, როგორც ეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შემთხვევაშია. მისივე თქმით, 2017 წელს, საჯარო სამსახურის რეფორმის დროს შემოღებული იქნა კოეფიციენტები და დადგინდა ამ კოეფიციენტების ზედა ზღვარი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრებისთვის. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება ავტომატურად არ ასახულა პარლამენტის წევრების ანაზღაურებაზე, ვინაიდან, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეიცვალოს, ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში. იმ მომენტში კი, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანა და შესაბამისობაში არ მოიყვანა პარლამენტის წევრების ანაზღაურება დადგენილ კოეფიციენტებთან", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება 2013 წლიდან არ შეცვლილა, ხოლო 2013 წლამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტის წევრებს შეიძლება ნომინალურად ხელფასი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე დღეს, თუმცა რეალობაში გაიცემოდა პრემიები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ოდენობის და განსაკუთრებით, ზოგიერთ თანამდებობის პირს ფაქტობრივი ხელფასი უფრო მეტი გამოსდიოდა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წარდგენილი ცვლილების მიხედვით, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)