07:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 14:59:46, 855 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა კირბალზე - შევადგინეთ რეზოლუცია, რომ პარლამენტს ჰქონდეს რეაგირება საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე

ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აამოქმედოს.

„6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო 2018 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიიღოს ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა იმისთვის, რომ საქართველომ გაატაროს დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics