|
2023-11-10 12:58:35, 942 ნახვა
პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე კირბალზე - რამდენი ვიღაც დალევს და მერე მოუნდება გადავიდეს, იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ზომებს იცავს, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები "ამ ყველაფერს არ ექვემდებარებიან". როგორც რაზმაძემ "TV მონიტორინგთან" ინტერვიუში თქვა, "მოსახლეობამ სადემარკაციო ხაზი არ უნდა გადაკვეთოს". "ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაც რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგოა ნიქოზთან და იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე... სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ იქ არსებული მოსახლეობა არ ექვმდებარება ამ ყველაფერს. ეს არის რეალობა, რეალობა უნდა აღვიქვათ ხომ. სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ. ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ",- აცხადებს რაზმაძე. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)