|
2023-11-10 09:12:24, 896 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებამ გამახარა - ევროკომისიის ზუსტ გადაწყვეტილებას ნიშნავს
ევროკომისიის გადაწყვეტილება გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე - პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?- პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "გახარებულია, ვინაიდან ის ევროკომისიის ზუსტ გადაწყვეტილებას ნიშნავს". „გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ… ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)