02:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 19:13:49, 965 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც უკრაინამ და მოლდოვამ შეძლეს

გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - "გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა".

"გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი.

მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ და ჩვენ მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ.

იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics