22:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 17:37:55, 625 ნახვა

საზოგადოება
მერია - ლილოში 80-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი ხორციელდება და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცე ეწყობა

ლილოში, საქნავთის დასახლებაში, 16 000 კვ.მ ფართობზე უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები; სკვერი შემოისაზღვრება და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით; დამონტაჟდება სკამები და ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები.

"სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, დაიგება დეკორატიული ფილები, შეიცვლება სარწყავი და განათების ქსელები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი.

საქნავთის დასახლებაში აქამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა ვერ ხერხდებოდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკანონოდ განთავსებულ 80-მდე ავტოფარეხს ეკავა. მათი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, ნაწილის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. 

პროექტის ჯამური ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics