|
2023-11-09 17:22:46, 673 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა გინტურის მკვლელობაზე - დამნაშავეების დასასჯელად ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ
ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილი, - ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად მისულმა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, დამნაშავეები მართლმსაჯულებას ვერ დაემალებიან და მმართველ პარტიას მომხდარზე ადეკვატური რეაგირება ექნება. "ბუნებრივია, ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება გვექნება. მიმდინარეობს გამოძიება და ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილი. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ, მათ შორის, დაკავებული ადამიანები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე... მე მგონია, რომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია. ჩვენი იურისდიქცია გავრცელდება, დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს [შესაძლებლობა], ბუნებრივია, იქნება რეაგირება და დამნაშავეები დაისჯებიან, ისინი ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას", - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად კირბალში "ქართული ოცნების" წევრები შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები ჩავიდნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)