02:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 10:39:35, 867 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს - აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა",- აცხადებენ ე.წ. შს სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ "უსაფრთხოების ძალები" გულრიფშის რაიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებენ მას შემდეგ, რაც სოფელ აზანტას მახლობლად, ადგილობრივმა მონადირეებმა "ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე", 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics