|
2023-11-08 23:16:48, 705 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპი - მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით
მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელმა კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა. ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ათ ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)