|
2023-11-08 18:13:08, 554 ნახვა
პოლიტიკა
შამუგია - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკომისიის დღევანდელ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ოთარ შამუგია ყველა იმ პირს უხდის მადლობას, რომელთაც დადებითი შეფასების მიღებაში წვლილი მიუძღვის. „ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიცა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და წვლილი მიუძღვის დადებითი შეფასების მიღებაში. მადლობას ვუხდი ევროკომისიის წარმომადგენლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მადლობა ქართველ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ვალდებულებების და რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი შეფასების მისაღებად. ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან“, - განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)