08:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 17:38:54, 639 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტი - მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს

მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

იოჰანისის თქმით, რუმინეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები დაიწყონ.

"მივესალმები ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მათ მიერ რეფორმების ჩატარების ეს აღიარება სრულიად დამსახურებულია. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას.

ამასთან ერთად, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოსაც, იმ გაგებით, რომ გარკვეული ნაბიჯები წინ არის გადადგმული, ასევე მივესალმები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც წევრობისთვის საჭირო გარკვეული კრიტერიუმები შესრულდება", - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics