|
2023-11-08 16:06:23, 671 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!
ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ძველი ევროპის უმეტესობას არ სწამს ისე ძლიერ ევროპის, როგორც ქართველებს". "ქართველი ერი განსაკუთრებული ერთობაა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელია, არამედ ევროენთუზიაზმით გამსჭვალულიცაა. ძველი ევროპის უმეტესობას არ სწამს ისე ძლიერ ევროპის, როგორც ქართველებს, ამიტომ ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს! ამავე დროს, ჩვენი ხალხი არანაკლებ იმსახურებს იმას, რომ არ ცხოვრობდეს ოლიგარქატის და მაფიოზური სახელმწიფოს პირობებში. ეს სასტიკი სისტემა ქართველებს აიძულებს, დატოვონ საქართველო, საკუთარი და მათი შვილების მომავალი ეძებონ ევროპაში, ამერიკაში, არადა ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპა შემოვიყვანოთ ჩვენთან და ზოგადად, დასავლეთიდან ჩვენი ხალხის დაბრუნების პირობები შევქმნათ. 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავი სრულდება, სწორედ მაშინ ავაფრიალეთ პირველად ევროპის დროშა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ ერთობლივი მანიფესტი ჩვენი ევროპული მომავლის ნათელი ხედვით, ერთიანობისა და განახლების დემონსტრირებით, შენიშვნა: სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ექსპრეზიდენტის აღნიშნული განცხადება აღარ იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)