|
2023-11-08 12:21:36, 740 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - იმედია, ქართველი ხალხის მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორედ სტატუსის მიღება არ გადავადდეს
ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს. "ქართული ოცნების“ არაერთმა ნაბიჯმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგო იყო, ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორედ არ გადავადდეს სტატუსის მიღება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ენმ-ის მიერ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებმა ამ მიზნის განსახორციელებლად "მყარი ნიადაგი შექმნა". "ჩვენი ყურადღება კირბალისკენაცაა მიპყრობილი, სადაც ოკუპანტებმა, "ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის პირობებში თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ამ ფონზე კიდევ უნდა ვთქვათ, ევროკავშირი და ნატო არის დაცვა და გარანტია, რომ რუსეთმა ოკუპაცია შეწყვიტოს და ქართველმა საკუთარ მიწაზე უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ამიტომაა ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებმა მყარი ნიადაგი შექმნა ამ მიზნის განსახორციელებლად. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო 2009 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოლაპარაკებებისთვის მომზადებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რაც საქართველომ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია. დღეს ამ გზაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუთავსებელ პოლიტიკურ დევნას, რომლის მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობაა. შარშან ევროპული საბჭოს მიერ სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელეკომპანია "მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას უკანონო და უსამართლო დაკავება ქართველო ხალხის ისტორიული არჩევანისათვის ძირის გამოთხრის ცხადი მაგალითია. "ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას საფრთხე შეუქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის ინიციირებით და შემოდგომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობით. საქართველოს მეგობრები მუდმივად სწუხან იმაზე, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირება წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს. "ქართული ოცნების“ არაერთმა ნაბიჯმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგო იყო, ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორედ არ გადავადდეს სტატუსის მიღება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ასრულდეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მომავალ არჩევნებში გამარჯვებით "ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე სწრაფად წაიყვანს",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)