|
2023-11-07 15:03:51, 587 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - დღემდე ვერაფრით გავიგე, რას ერჩოდა მშვიდობიან თანამოქალაქეებს სააკაშვილი, რატომ გაწირა ხალხი სასტიკი დარბევის, დასახიჩრებისთვის
7 ნოემბერი არის ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი, სისხლიანი და უბედური თარიღი სხვა თარიღებთან ერთად, რომელიც ბევრს ახსოვს ამ ქვეყანაში და მე, სამწუხაროდ, ვარ ამ ყველაფრის შემსწრე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "დღემდე გაუგებარია, რატომ გაწირა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკი დარბევისთვის, რომლის შედეგად, ბევრი ადამიანი დასახიჩრდა". „ყოველი გაელვება მახსოვს იმ დღისა და დღემდე ვერაფრით გავიგე, რას ერჩოდა მშვიდობიან თანამოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილი, რატომ შეუსია მან თავისი ავაზაკები და ზონდერები დასარბევად. ვერ გავიგე, რატომ გასწირა ასე ხალხი, სასტიკი დარბევის და დასახიჩრებისთვის. ბევრი დასახიჩრდა, ბევრი იმ ავბედითი დღის შემდეგ დაიღუპა. ამ მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირს გაგახსენებთ, კობა დავითაშვილს რომელიც დიახ, 7 ნოემბერს შეეწირა. ადამიანი, რომელიც გაიტაცეს რიყის მოედნიდან, სასტიკად სცემეს, აწამეს და ეტყობა, მათ ეგონათ, რომ მომაკვდავი იყო ან უკვე გარდაცვლილი, თბილისიდან, ელიავას ბაზრობიდან გატაცებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ჭიშკართან გადმოაგდეს და იქ უბრალოდ, ბედისწერით გადარჩა. შემდეგ, მისი ყოველი დღე იყო ტანჯვა-წამება და ამ ტანჯვა-წამებაში დალია სული. სხვათა შორის, ნათელ-მირონები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი, ესეც არავის არ ახსოვს",- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)