05:04 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 18:56:18, 961 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - აღარ ვაპირებ ვინმეს მივცე შესაძლებლობა, რომ პარტია დააზიანოს

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ის აღარ აპირებს, რომ ვინმეს მისცეს "შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია".

"სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად, რაც შეეხება Facebook-სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის Facebook-ზე გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის უკვე სახელს და გვარს, ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება... ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველ დღე მისი ყველა საჯარო განცხადებით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics