11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 11:40:30, 628 ნახვა

პოლიტიკა
მელია - მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ

მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს არ მივიღებ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მელიას თქმით, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის.

"მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რააა !"

ამ ხალხის საყურადღებოდ:

თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო.

რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...

ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით", - წერს მელია.

ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ პარტიის "შიგნიდან ლანძღვას", პარტიიდან გასვლა სჯობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics