11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 23:26:01, 815 ნახვა

პოლიტიკა
მელია - პარტიას ხლეჩს მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან ხალხი გაყარეს

თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

მელიას თქმით, ის ყველა დიდ ქალაქში გამართავს შეხვედრებს, რის შემდგომაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი. 300 ადამიანი შეიკრიბნენ უჩუმრად და პარტიიდან გარიცხეს ხალხი. ივანიშვილის არაფორმალურ რეჟიმს ვებრძვით, მე არასოდეს არ ავიტან არც ერთ ფორმატში, არც ერთ პლატფორმაზე, ანალოგიურ არაფორმალურ მმართველობას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა. ყველა დიდ ქალაქში იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მელიამ "მთავარ არხთან"  საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ მათ პარტიის შიგნით უნდათ პარტიის ლანძღვა, ჯობს, რომ პარტია დატოვონ და საკუთარი გააკეთონ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics