|
2023-11-03 13:39:44, 626 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე - შეიძლება, პრეზიდენტმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის ძალიან მძიმე იქნება
არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, ერთი რამ მინდა ვთქვა, შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, "არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია". „არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)