11:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:23:13, 613 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა

დღეს რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობა", 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს  ჰუმანური მეთოდებით - მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს... პირდაპირ გეტყვით - დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", 3 პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა 3 გვამი",- განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ ნოემბერს „ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. გაქცეული სამივე პატიმარი დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics