|
2023-11-02 13:49:17, 643 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კარგი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ არ შემოვა, ყველანაირი ფორმით წავახალისებთ
კარგი იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ "რადიკალური" ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის "უკეთესი იქნება". "თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარალემენტში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში. 2017 წელს სლოგანი გვქონდა - რაც უფრო ნაკლები „ნაცი“ იქნება, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს, შიდა კინკლაობაზე, რაც „ნაცმოძრაობაშია“. ბუნებრივია, პრივილეგიებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ უნდოდათ, ვიცე-სპიკერიც აგვერჩია მათი კვოტით, რათა კიდევ ერთი მანქანა, კაბინეტი მიეღოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყენებენ მატერიალურ პრივილეგიებს, რაც დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აკეთებენ ქვეყნის სასარგებლოდ", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)