|
2023-11-01 15:16:34, 493 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის და საოლქო პროკურორების ანგარიშები მოისმინეს
საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ზაზა მეტონიძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა, თბილისსა და რეგიონებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები წარადგინეს. „სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა სხდომის წევრებს, გაწეული საქმიანობის ანალიზი და სტატისტიკა წარუდგინეს; ისაუბრეს ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, განრიდების, აღკვეთის ღონისძიების, დამდგარი განაჩენების მაჩვენებლებზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ანგარიშების წარდგენის შემდეგ, მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს. საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)