|
2023-11-01 12:46:39, 704 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - ზედმეტები არ მოგივიდეთ და შეირგეთ ბერაიას ბოდიში
ახლა თქვენ მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ და ირაკლი ბერაიას ბოდიში შეირგეთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მამუკა მდინარაძემ „ყველას წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდა. "ახლა თქვენ მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ, ყველას ერთად. და რატომ - გუშინ გადააჭარბა-თქო, ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები მოიხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური ბანერი გაშალეთ, როცა აქ თეა წულუკიანი იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? mona.ge-ზე რომ ქალი დეპუტატები გამოაქვეყნეს, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? ამიტომ, ახლა ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ. შეირგეთ ის ბოდიშიც და ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც გულწრფელი იყო და როცა ქალ დეპუტატებს, ქალებს, სხვას, ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული რაღაც ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, გამოაქვეყნებენ რაღაც შავ სიებში და აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)