|
2023-11-01 12:47:42, 711 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მოვითხოვ, ბერაია დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან - ფარისევლური ბოდიში არ ნიშნავს რამეს
მე მოვითხოვ - ირაკლი ბერაია - ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ბერაიას "ფარისევლური ბოდიში არაფერს ნიშნავს". "მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, იყოს მიღებული. მე მოვითხოვ და მე ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“,- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)