|
2023-10-31 20:59:50, 822 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის
ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, რაღაც ხაზები არ უნდა გადავლახოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო განსაკუთრებული აგრესია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ დაკონკრეტება არასწორია და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დეპუტატების მხრიდანაც საკმაოდ ხშირია. „ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გასაკუთრებული აგრესიის და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის და ყველა უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს და არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფები ზოგადად. იგივე თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ისეთი განცხადებები გაკეთებულა, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა, რამხელა ცილისწამებები მოდიოდა. რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებოდეთ, მგონია, რომ არასწორია ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)