|
2023-10-31 18:33:35, 705 ნახვა
პოლიტიკა
ბერაია - პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო
ვაღიარებ, პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მმართველ გუნდს ეროვნული ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებენ. „ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული, მძიმეა, როცა მმართველ გუნდს, პირადად მე და ჩემს კოლეგებს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად სდებენ ბრალს რუსეთის ინტერესების გატარებაში. მით უმეტეს, როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით. ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, დეოკუპაციისთვის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. ამის გამო, გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)