12:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 18:24:43, 679 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე - როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი მიუღებელია

"შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ", - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი მისთვის მიუღებელია.

"ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად  სახალხო დამცველის  აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან  ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს  ღირსებას და მხოლოდ ქალთა  მიმართ დისკრიმინაციულ  დამოკიდებულებას ახალისებს, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა  ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics