|
2023-10-31 17:27:33, 697 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო, ერთ შენიშვნას ჩემს თავზეც ვიღებ
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ერთ შენიშვნას "საკუთარ თავზეც იღებს". "ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის... რაც შეეხება კოლეგიალურ ურთიერთობას, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, კოლეგიალურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. გასაგებია, რომ ერთ მხარეს ერთი ღიზიანდება და მეორე მხარეს მეორე. აქ „მონები“ და ასეთი სიტყვებიც გვესმოდა. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, ერთ შენიშვნას პირადად ჩემს თავზეც ვიღებ. როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ. თუკი, იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)