|
2023-10-31 17:25:16, 617 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით
ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის წევრ ანა წითლიძეს "ბანძი ადამიანი" და "ფარჩაკი" უწოდა. ხაბეიშვილის შეფასებით, ის, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა, "უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია". "უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა მიკვირს-თქო და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგან-თქო, მოგატყუებთ. არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ - ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს. ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი, ასეც მოიქცევი. გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან",- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)