|
2023-10-31 17:07:38, 548 ნახვა
საზოგადოება
„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიას გარემოსდაცვითი მიმართულების არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიას გარემოსდაცვითი მიმართულების არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნადირობის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, ასევე, მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა. შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. „ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებას; მოხდება ადგილობრივი სახეობების აღწარმოება, სანადირო მეურნეობების წინასწარი დაპროექტება, საზოგადოებრივი სავარგულების დადგენა და ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვება ინდივიდუალური ლიცენზიით", - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა. სამუშაო შეხვედრაზე, სახეობათა აღდგენის პროგრამასა და ფიზიკური დაცვისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გურიელიძემ. „სახეობათა მომრავლება მნიშვნელოვანია როგორც რეინტროდუქციის კუთხით, ასევე ბუნებაში გამრავლების ხელშეწყობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი სახეობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ. პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში დაგეგმილია კეთილშობილი ირემის საშენის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ველურს ბუნებაში პოპულაციის აღდგენას. კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა. აღსანიშნავია, რომ „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს მთავრობისა და შვედეთის სამეფოს მთავრობის ურთიერთანამშრომლობის მიმდინარე პროექტია, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების, მათ შორის, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)